08 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
უნგრეთის პოლიციამ მიგრანტებისთვის ბუდაპეშტის რკინიგზის სადგური გახსნა

ორ დღიანი შეფერხების შემდეგ უნგრეთის პოლიციამ მიგრანტებისთვის ბუდაპეშტის ცენტრალური რკინიგზის სადგური გახსნა.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა შესასვლელი გაათავისუფლეს, სადგურის ტერიტორიაზე ასობით არალეგალი შევიდა, თუმცა იქიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებით პირდაპირი რეისები ამ დრომდე არ ხორციელდება.

ევროპაში ჩასული მიგრანტების ნაკადმა უკვე რეკორდულ ზღვარს მიაღწია, საემიგრაციო პოლიტიკა კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა. სახელმწიფოების ნაწილი თავშესაფრის მაძიებელთა დამატებით მიღებაზე უარს აცხადებს.

დღის ამბები