20 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
ისრაელმა ლიბანისა და ღაზას მიმართულებით ავიაიერიშები განახორციელა

დიდი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელმა, ლიბანისა და ღაზას მიმართულებით ავიაიერიშები განახორციელა.

ეს თავდასხმა იყო ისრაელის ჩრდილოეთი მეზობლის მხრიდან ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სროლა, ისრაელის ცნობით, 34 რაკეტიდან უმეტესი ნაწილი იქნა შეჩერებული - მაგრამ ექვსმა შენობები დააზიანა.

ისრაელის სამხედროების თქმით, მათ დარტყმა მიაყენეს პალესტინის შეიარაღებულ დაჯგუფებას "ჰამასთან" დაკავშირებულ სამიზნეებს ლიბანში და ღაზას სექტორში.

თავდასხმები მოჰყვა ისრაელის დაბომბვას ლიბანიდან განხორციელებულ სროლაზე, რაშიც ისრაელელები ჰამსას ადანაშაულებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ "ჰამასის "ტერორისტულ" ინფრასტრუქტურაზე დარტყმა სამხრეთ ლიბანში განხორციელდა.

"ჰამასის" ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ, რომელიც რაკეტების გაშვების დროს ლიბანში იმყოფებოდა, თქვა, რომ პალესტინელები ისრაელის აგრესიის პირისპირ "ხელებ გადაჯვარედინებული" არ იჯდებოდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დამატებით განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს "ჰამასის" ლიბანიდან ოპერირებას და აკისრებს ლიბანს "პასუხისმგებლობას ყველა მიმართულ ცეცხლზე, რომელიც მომდინარეობს მისი ტერიტორიიდან".

"ჰამასმა" განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტები ლიბანიდან.

დღის ამბები