08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
28 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას იემენში

იემენში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელწმიფომ" აიღო.

აფეთქება დედაქალაქ სანააში, ერთ–ერთ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, მეორე თავდამსხმელმა კი თავი იმ დროს აიფეთქა, როდესაც მოქალაქეები პირველი ტერაქტის დროს დაშავებულების დახმარებას ცდილობდნენ.

ორივე აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 80–მდე კი დაშავდა.

ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში სანააში მეჩეთზე მომხდარი მეხუთე თავდასხმაა.

დღის ამბები