08 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების 70 წლისთავი ჩინეთში მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნეს

მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების 70 წლისთავი ჩინეთში მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნეს. შეიარაღების 80 პროცენტი ქვეყნის ისტორიაში პირველად აჩვენეს ფართო საზოგადოებას.

12 ათასი ჯარისკაცის გარდა პეკინის ცენტრალურ მოედანზე ჩაატარეს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის სამხედრო ხომალდების გამანადგურებელი სარაკეტო სისტემები.

აღლუმს თვალს ადევნებდნენ მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ჩასული სახელმწიფო მეთაურები. მათ შორის იყვნენ რუსეთის პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანი.

1937 წელს იაპონიამ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ჩინეთის წინააღმდეგ, რომელიც 8 წელი გაგრძელდა. ამ ომს 14 მილიონი ადამიანი შეეწირა.

დღის ამბები