08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
ვენეციის 72–ე კინოფესტივალი გაიხსნა

ვენეციის კუნძულ ლიდოზე რიგით 72–ე კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის სასახლეში გამართულ გალაცერემონიას იტალიის პრეზიდენტი, ჟიურის წევრები და კინოსამყაროს ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლის დროს ჟიურის თავმჯდომარემ, მექსიკელმა რეჟისორმა ალფონსო კუარონმა, ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, რომ უფრო მეტი ემიგრანტი შეიფარონ.

კინომარათონი ფილმ "ევერესტის" პრემიერით გაიხსნა. სურათი მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე 1996 წელს მომხდარ რეალურ ტრაგედიაზე მოგვითხრობს.

ვენეციის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წელს 21 ფილმი მოხვდა, გამარჯვებულებს კი 12 სექტემბერს გამოავლენენ.

დღის ამბები