08 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
კიევში "მემარჯვენე სექტორის" ოფისს ხელყუმბარა ესროლეს - მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს

კიევში "მემარჯვენე სექტორის" ოფისს ხელყუმბარა ესროლეს. თავდასხმა გვიან ღამით მოხდა. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ეჭვმიტანილები უკვე დააკავეს. ისინი პრორუსული საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები აღმოჩნდნენ.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. გავრცელებული ცნობით, დაკავების დროს ეჭვმიტანილებმა სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.

გამოძიების ცნობით, ისინი დედაქალაქში ტერაქტების მოწყობას აპირებდნენ. ჩხრეკისას მათ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩნდათ.

დღის ამბები