მძღოლი, რომელიც ვარკეთილში 15 წლის მოზარდს დაეჯახა, დაკავებულია. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 18 აპრილს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ ხეს, შემდეგ კი მოზარდს დაეჯახა. 15 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.