23 აგვისტო 2026,   06:29
ვრცლად
ვაკის პარკის საქმე - დღეს დაიკითხება გამომძიებელი, რომელმაც ვიდეომასალები შეისწავლა

ვაკის პარკის საქმის განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. დღევანდელ პროცესზე დაიკითხება გამომძიებელი, რომელმაც ვიდეომასალები შეისწავლა.

შეგახსენებთ, მიმდინარე საქმეზე დაკავებულია 9 პირი. მათ ყალბი დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად, სამსახურებრივ გულგრილობასა და უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ცხრავე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ავტორი: მაია გრიგოლია

 
დღის ამბები