08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ტაჯიკეთში არეულობაა

ტაჯიკეთში არეულობაა. შეიარაღებულმა პირებმა დუშანბეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური შენობის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი. თავდასხმა მოხდა პოლიციის განყოფილებაზე დედაქალაქის მახლობლად მდებარე ქალაქშიც.

სროლების შედეგად, საერთო ჯამში, 8 სამართალდამცველი დაიღუპა, მოკლეს ორი თავდამსხმელიც.

ტაჯიკეთის ხელისუფლება მომხდარში ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ადანაშაულებს, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს.

არეულობის გამო ტაჯიკეთში შეერთებული შტატების საელჩომ დროებით მუშაობა შეწყვიტა.

საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურმა უწყებამაც.

დღის ამბები