08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ათასობით მიგრანტმა ავსტრიის საზღვარი გადაკვეთა

ათასობით მიგრანტმა ავსტრიის საზღვარი გადაკვეთა. არალეგალებმა სასურველი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა მას შემდეგ მოახერხეს, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ მოულოდნელად მათთვის ავტობუსები გამოყო. მანამდე მიგრანტების ნაწილი საზღვრის მიმართულებით ფეხით მიდიოდა.

ოფიციალური ბუდაპეშტი მათ ქვეყნის დატოვებისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში მატარებლით გამგზავრების უფლებას რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდა.

ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ 3 ათასამდე ადამიანი წითელი ჯვრის ცენტრში გადაიყვანეს. მათ შეუძლიათ, თავშესაფარი ავსტრიაში მოითხოვონ ან გერმანიაში გადავიდნენ.

ოფიციალურმა ბერლინმა და ვენამ მიგრანტების დამატებითი ნაკადის შეფარება უნგრეთში არსებული სიტუაციის გამო გადაწყვიტეს.

დღის ამბები