08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
შავ ზღვაში აშშ-სა და უკრაინის ერთობლივი წვრთნა მიმდინარეობს

შავ ზღვაში შეერთებული შტატებისა და უკრაინის ერთობლივი წვრთნა გრძელდება. სწავლება ოდესის პორტში უკვე 5 დღეა, მიმდინარეობს.

ორი ქვეყნის ფლოტის სამხედროებმა ამერიკული ხომალდ ”დონალდ კუკიდან” სროლაში ივარჯიშეს. ეს გემი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით არის აღჭურვილი.

სწავლების მიზანი შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

მონაწილეები სამშვიდობო ოპერაციების ჩატარებაშიც ვარჯიშობენ.

ორკვირიან წვრთნაში, ამერიკელ და უკრაინელ ჯარისკაცთან ერთად, კიდევ 11 ქვეყნის სამხედროები არიან ჩართული.

დღის ამბები