08 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
ბრაზილიაში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას ბრაზილიაში. შეიარაღებულმა პირმა სან პაულუში, ქალაქის მთავარი ტაძრის კიბეებზე ქალი მძევლად აიყვანა.

საათნახევრიანი ტყვეობის შემდეგ ქალის დახმარება უსახლკარო მამაკაცმა სცადა, თუმცა მას თავდამსხმელმა ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა. გაქცევის დროს დაიჭრა მძევალიც, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავად თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს.

გამოძიების ვერსიით, დანაშაული ყაჩაღობის მიზნით მოხდა, რადგან თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელი ქალს ბანკიდან გამოსვლის შემდეგ მიუახლოვდა.

დღის ამბები