08 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ჰილარი კლინტონის პირადი ელექტრონული ფოსტით სარგებლობის თემა კვლავ სკანდალურია

ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის დროს პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების გამო წუხს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ის არ დაფიქრებულა, თუ როგორ აღიქმებოდა მისი მხრიდან პირადი ფოსტის მოხმარება. ახლა კი წუხს, რომ განსხვავებული არჩევანი არ გააკეთა.

პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების გამო ჰილარი კლინტონი ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი.

იმის დასამტკიცებლად, რომ წერილები კონფიდენციალურ ინფორმაციას არ შეიცავდა, სახელმწიფო დეპარტამენტი გზავნილებს პერიოდულად აქვეყნებს.

დღის ამბები