08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
შსს-ს შენობებზე თავდასხმების შემდეგ ტაჯიკეთში ეჭვმიტანილთა დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე თავდასხმების შემდეგ ტაჯიკეთში ეჭვმიტანილთა დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ძალოვანებს მებრძოლები დუშანბედან 40 კილომეტრის დაშორებით ჰყავთ ალყაში მოქცეული.

შეტაკების შედეგად უკვე მოკლეს 13 ეჭვმიტანილი, 32 კი დააკავეს.

გუშინ თავდასხმების სერიას ტაჯიკეთში 8 სამართალდამცველი ემსხვერპლა.

მომხდარში ხელისუფლება ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ადანაშაულებს, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს.

არეულობის გამო ტაჯიკეთში შეერთებული შტატების საელჩომ დროებით მუშაობა შეწყვიტა. საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურმა უწყებამაც.

დღის ამბები