08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ავსტრია მიგრანტებს საზღვარს უხსნის - ბუდაპეშტიდან ათასკაციანი მეორე ჯგუფი დაიძრა

ბუდაპეშტის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან ავსტრიის მიმართულებით ფეხით მეორე, ათასკაციანი ჯგუფი დაიძრა.

ავსტრიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დღის ბოლომდე 10 ათასამდე მიგრანტს მიიღებს.

ქვეყნის საზღვარი უკვე გადაკვეთა 4 ათასამდე ადამიანმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ მიგრანტებისთვის, რომლებიც ავსტრიაში ფეხით მიდიოდნენ, ავტობუსები გამოყო.

ოფიციალური ბუდაპეშტი არალეგალებს ქვეყნის დატოვებისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში მატარებლით გამგზავრების უფლებას რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდა.

ავსტრიაში ჩასულ მიგრანტებს შეუძლიათ, თავშესაფარი ადგილზე მოითხოვონ ან გერმანიაში გადავიდნენ. 

დღის ამბები