08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
მიგრანტების კრიზისში გერმანია უშუალოდ ჩაერთო

მიგრანტების კრიზისში გერმანია უშუალოდ ჩაერთო. უნგრეთიდან წასული ადამიანების პირველი ნაკადი დანიშნულების ქვეყანაში ჩავიდა.

ავსტრიის ტერიტორიაზე გადასული არალეგალების ნაწილი მიუნხენის რკინიგზის სადგურში მატარებლით ჩაიყვანეს. ბორტზე 500–მდე ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ავსტრიის საზღვარი 6500–ზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა, მათგან 2 ათასზე მეტი გერმანიაში გაემგზავრა.

ოფიციალურმა ვენამ და ბერლინმა ბუდაპეშტში მყოფი დევნილების შეფარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც უნგრეთის ხელისუფლება ხალხს რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის მატარებლით დატოვების უფლებას არ აძლევდა. ამის გამო მიგრანტების ნაწილი ავსტრიის მიმართულებით ფეხით დაიძრა.

არალეგალების ნაკადის შესაჩერებლად უნგრეთის ხელისუფლება ქვეყნის სამხრეთ საზღვართან 15 სექტემბრიდან პოლიციისა და არმიის განლაგებას აპირებს.

დღის ამბები