08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ავსტრიამ და გერმანიამ მიგრანტების მიღება დაიწყეს

ათასამდე ბედნიერი სირიელი მიგრანტის კადრები დღეს მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს.

ასობით ადამიანმა დღეს პირველად შეძლო სასურველი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა. ისინი ავსტრიიდან გერმანიაში ჩარტერული რეისებით, მატარებლებით ჩაიყვანეს.

მიუნხენში უკვე დარეგისტრირდა ათასამდე ადამიანი, უახლოეს პერიოდში კი გერმანიაში კიდევ 10 ათასამდე მიგრანტის ჩასვლას ელოდებიან.

შექმნილი კრიზისული ვითარების გამო ოფიციალურმა ვენამ და ბერლინმა არალეგალების დამატებითი ნაკადის შეფარების გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უნგრეთიდან ავსტრიის ტერიტორიაზე 6 500–ზე მეტი ადამიანი გადავიდა.

ევროკავშირი კრიზისის მოგვარების საერთო გეგმის შემუშავებას ვერ ახერხებს.

ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ლუქსემბურგში არაფორმალური შეხვედრა გამართეს, თუმცა მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი

დღის ამბები