08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
მალაიზიის სანაპიროსთან 43 არალეგალი დაიღუპა

არალეგალების კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა მალაიზიის სანაპიროსთან. რეზინის ნავი, რომელსაც 60–ზე მეტი მიგრანტი გადაჰყავდა ღია ზღვაში დაზიანდა და ჩაძირვა დაიწყო.

შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 20 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო ოპერაცია ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.

მალაიზიის სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, ისინი სავარაუდოდ ინდონეზიელი დევნილები იყვენენ.

 

 

 

 

დღის ამბები