08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
მიგრანტების კრიზისი - ევროპა ახალი გამოწვევების წინაშე დგას

მიგრანტების კრიზისთან მიმართებაში ევროპას კონსესუსის მიღწევა უჭირს. ქვეყნების ლიდერები და მსოლიოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები საკითხის მოგვარების გზებზე მსჯელობენ. 

მიგრანტების კრიზისის მოგვარებაზე, რომელიც იუგოსლავიის ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, ევროპელი ლიდერები უკვე რამდენიმე დღეა მუშაობენ.

პრობლემა განხილვის მთავარი თემა იქნება დიდი ოცეულის სამიტზე, რომელიც ანკარაში იმართება.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელი ფონდების შექმნაზე იმსჯელებენ.

ავტორი: თეა თეთრაშვილი. 

 

 

 

 

დღის ამბები