08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ამერიკა ვარაუდობს, რომ რუსეთის ქმედებები სირიაში კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაურეკა და სირიაში რუსი სამხედროების რაოდენობის გაზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხა.

ჯონ კერიმ სერგეი ლავროვთან შეშფოთება გამოთქვა იმაზე, რომ რუსეთი შესაძლოა სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერდეს მხარს.

კერის თქმით, თუ ეს ინფორმაცია მართალია, რუსეთის ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა სირიაში კონფლიქტის ესკალაცია, მშვიდობიანი მცხოვრებლების სიკვდილი და დევნილთა ნაკადის გაზრდა გამოიწვიოს.

ინფორმაცია დამასკოსთან სამხედრო ბაზაზე რუსული თვითმფრინავების ყოფნის შესახებ რამდენიმე დღის წინ ისრაელის და თურქეთის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

ისინი წერდნენ, რომ ეს რუსული თვითმფრინავები ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებში უნდა ჩაერთვნენ.

 

დღის ამბები