08 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
რუსეთში საჰაერო ძალების წვრთნები მიმდინარეობს

რუსეთში საჰაერო ძალების წვრთნები მიმდინარეობს. მანევრები ასტრახანის რეგიონში იმართება.

ბომბდამშენების, მოიერიშეებისა და საბრძოლო ვერტმფრენების პილოტები წერტოლოვანი დარტყმების განხორციელებასა და სხვა საბრძოლო უნარების დახვეწაში ვარჯიშობენ.

წვრთნებისას სამხედროებმა ასევე ანტისარაკეტო სისტემები და S 300 ტიპის საზენიტო კომპლექსებიც გამოსცადეს.

 

 

დღის ამბები