23 აგვისტო 2026,   02:26
ვრცლად
სენაკსა და ქუთაისში სამხედრო მოსამსახურეების გარბენი გაიმართა

სენაკსა და ქუთაისში სამხედრო მოსამსახურეების გარბენი გაიმართა. სენაკის მე-2 და ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებმა ქალაქის ქუჩებში 5 კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.

სპორტული ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს მიზნად.

 
 
დღის ამბები