08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
კიშინიოვში ათასობით ადამიანი მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

კიშინიოვის ცენტრში მრავალათასიანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. აქცია ორგანიზებულია პლატფორმა ღირსებისა და სიმართლის მიერ, რომლის მონაწილეები გამოდიან მთავრობისა და პრეზიდენტ ნიკოლაი ტიმოფტის წინააღმდეგ, რომლებიც, მათი თქმით, პასუხს აგებენ ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისზე.

დემონსტრანტების უმთავრესი მოთხოვნაა მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომა და სახალხო ნდობის მთავრობის შექმნა, რომელიც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს არა უგვიანეს მომავალი წლის მარტისა.

მომიტინგეების განცხადებით, საპროტესტო აქციები, შესაძლოა, უვადოდ გაგრძელდეს.

მომიტინგეებთან გასულ ქვეყნის პრემიერის სამდივნოს წარმომადგენელს აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნების შესახებ უკვე აცნობეს.

ავტორი: თეა თეთრაშვილი

 

 

დღის ამბები