08 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
კიშინიოვში ასობით მომიტინგემ ღამე კარვებში გაათენა

ასობით მომიტინგემ კიშინიოვის ცენტრში წუხანდელი ღამე კარვებში გაათენა. ღამემ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. საღამოს კი გენერალურ პროკურატირასთან პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობაში შეჭრა სცადეს. დაშავდა ერთი მომიტინგე.

აქციის ორგანიზატორები ქალაქის ცენტრში უვადოდ დარჩენას აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება და მოლდოვის პრეზიდენტი და ხელისუფლება არ გადადგება.

მომიტინგეების შედარებით მცირე ნაწილი ამ დრომდე რჩება ქალაქის ცენტრში. ათი ათასობით მოქალაქე კიშინიოვში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის საბანკო სისტემიდან თაღლითობის გზით, ერთ მილიარდ დოლარამდე გაუჩინარდა.

ეს ფაქტი კი უარყოფითად აისახა ეროვნულ ვალუტაზე. მოლდოვის დედაქალაქში მსგავსი მასშტაბის საპროტესტო აქციები თითქმის 20 წელია არ ყოფილა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები