08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
უკრაინაში ეკონომიკური პროგრესის შესაფასებლად ქრისტინ ლაგარდე ჩავიდა

უკრაინის ეკონომიკური პროგრესის შესაფასებლად კიევში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი, ქრისტინ ლაგარდე, ჩავიდა.

პრეზიდენტ პოროშენკოსთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო უკრაინის მიერ რუსეთისგან აღებული ვალის სტატუსს შეისწავლის.

უკრაინის პრეზიდენტმა კი იმედი გამოთქვა, რომ აქტიური რეფორმები სავალუტო ფონდისგან მორიგი ტრანშის მიღების პროცესში ქვეყანას დაეხმარება. 

დღის ამბები