08 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
თურქი სამხედროებისა და ქურთების შეტაკებას 15 თურქი სამხედრო ემსხვერპლა

თურქეთის აღმოსავლეთში ქურთებსა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ქურთების შეტაკებას 15 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, რასაც საპასუხოდ ავიაიერიშები მოჰყვა.

ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში დაპირისპირების პარალელურად პროტესტიც მიმდინარეობს. ქალაქ დიარბაქირში პოლიციამ მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალა.

ქურთებთან შეტაკებებს ბოლო 2 თვის განმავლობაში ორივე მხარეს 70 თურქი სამხედრო და ასობით ქურთის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დღის ამბები