08 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
ამ წუთებში კიშინიოვის ცენტრში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული

პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული ამ წუთებში კიშინიოვის ცენტრში, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია მიტინგების გაგრძელებას უვადოდ გეგმავს.

წუხანდელი ღამე კი დემონსტრანტების ნაწილმა კარვების ქალაქში გაატარა. ღამემ ინციდენტებსი გარეშე ჩაიარა, თუმცა შეტაკებები იყო დღისით, როცა მომიტინგეების ნაწილმა გენერალური პროკურატურის შენობაში შეჭრა სცადა. დაშავდა ერთი მოქალაქე.

10 ათასობით ადამიანი კიშინიოვში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის საბანკო სისტემიდან თაღლითობის გზით, 1 მილიარდ დოლარამდე გაუჩინარდა. ეს ფაქტი კი უარყოფითად აისახა ეროვნულ ვალუტაზე. 

დღის ამბები