დაბა თიანეთში, თამარ მეფის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ადგილზე უკვე დაიგო 1 კმ-ზე მეტი ასფალტის საფარი - დაგეგმილია მეორე ფენის დაგებაც.
მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.