23 აგვისტო 2026,   01:06
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია 30 მაისს სოხუმში "სახალხო მიტინგს" აანონსებს

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია 30 მაისს სოხუმში "სახალხო მიტინგს" აანონსებს. ოპოზიცია ორი კვირის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადადგომას მოითხოვდა, მაგრამ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ მოთხოვნა არ შეასრულა.

ოპოზიციური ძალები განცხადება მოძრაობა „არუას“ ლიდერმა ხინა დუმამ წაიკითხა. ე.წ. „მთავრობის“ გადადგომის გარდა, ოპოზიციამ ასევე მოითხოვა რუსეთთან ბიჭვინთაში ობიექტების გადაცემის შესახებ შეთანხმების გაუქმება; ასევე გაუქმდეს შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ; ელექტროენერგიის სოციალურ ტარიფზე დაბრუნება და სხვა.

დღის ამბები