08 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
გერმანია მიგრანტების მხარდასაჭერად 6 მილიარდ ევროს გამოყოფს

გერმანია მიგრანტების რეკორდული რაოდენობის მხარდასაჭერად დამატებით 6 მილიარდ ევროს გამოყოფს. შეთანხმებას კოალიციურმა მთავრობამ წუხანდელი მოლაპარაკების დროს მიაღწია.

გერმანიისა და ავტსრიის მიერ საზღვრების გახსნის შემდეგ 2 ქვეყნის ტერიტორიაზე 18 ათასამდე დევნილი შევიდა. ღამით უნგრეთის საზღვართან მყოფი არალეგალები გერმანელმა და ავსტრიელმა აქტივისტებმა კერძო მანქანებით გადაიყვანეს.

ავსტრიის კანცლერი ტელეფონით ესაუბრა გერმანელ და უნგრელ კოლეგებს და მომავალი სამოქმედო გეგმა განიხილა.

ოფიციალური ვენა ეტაპობრივად საზღვრის თავისუფლად გადაკვეთაზე შეზღუდვის დაწესებას აპირებს.

დღის ამბები