08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
15 ჯარისკაცი ემსხვერპლა ქურთი მებრძოლების თავდასხმას თურქეთში

ქურთი მებრძოლების მორიგ თავდასხმას თურქეთში 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰაკარიში მაშინ აამოქმედეს, როდესაც გზაზე სამხედრო კოლონამ ჩაიარა.

თავდასხმის საპასუხოდ ოფიციალურმა ანკარამ ქურთი მებრძოლების პოზიციებზე ავიაიერიშები განახორციელა. პარალელურად თურქეთის მთავრობამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც შეტაკებები არ წყდება, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

არეულობას ქალაქ სიზრეში ორი ადამიანი ემსხვერპლა, დიარბაქირში კი პოლიციამ ქურთი აქტივისტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დღის ამბები