22 აგვისტო 2026,   17:44
ვრცლად
21 წლის ბიჭს, რომელიც წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, ბრალი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობსთვის წარუდგინეს

21 წლის ბიჭს, რომელიც წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო ბრალი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობსთვის წარუდგინეს.

კახა კობახიძეს გამოძიება მამის მკვლელობას ედავება. მამაკაცი ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში თავს, დედას და არასრულწლოვან ძმას იცავდა. ის პოლიციაშიც საკუთარი ნებით გამოცხადდა.

მოკლული 48 წლის კობა კობახიძეა. სოფელში ყვებიან, რომ ის სახლში ნასვამ მდგომაროებაში მივიდა და ოჯახის წევრებზე ძალადობა დაიწყო.

შვილებს დანით ემუქრებოდა რა დროსაც შვილს მამა შემოაკვდა. დაკავებულის აღკვეთ ღონისძიებაზე რუსთავის საქალაქო სასამართლო დაახლოები 1 საათში იმსჯელებს. დაცვის მხარე სხდომაზე კახა კობახიძის აღკვეთი ღნისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.

დღის ამბები