08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
ერაყის პირველი ავიაიერიშები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ

ერაყმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ პირველი ავიაიერიშები მიიტანა.

შეტევები ეფ 16 ტიპის მოიერიშეებიდან განხორციელდა, რომელიც ოფიციალურმა ბაღდადმა შეერთებული შტატებისგან რამდენიმე თვიანი დაგვიანების შემდეგ მიიღო.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო ოპერაცია რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ ანბარის პროვინციიდან დაიწყო, რომელიც ბაღდადის დასავლეთით მდებარეობს. ერაყის ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს საერთო ჯამში 21 დარტმა მიაყენა.

დღის ამბები