08 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
6 წელი გალიაში - არგენტინელმა მამაკაცმა ცოლ-შვილი დაატყვევა

არგენტინელ მამაკაცს ცოლ–შვილი 6 წელი გალიაში ჰყავდა ჩაკეტილი. თავდაპირველად ამ ფაქტის შესახებ ადგილობრივი ტელეარხის ჟურნალისტებმა შეიტყვეს. შემდეგ საქმეში პოლიციაც ჩაერთო და გამოძიებაც დაიწყო.

გაირკვა, რომ 66 წლის მამაკაცს სახლის უკანა ეზოში სპეციალურად აშენებული 4 ჰქონდა, სადაც ავადმყოფ ცოლ–შვილს გალიაში ამყოფებდა.

გავრცელებული ცნობით, შვილი აუტიზმით, მეუღლე კი ფსიქიკურადაა ავად. ორივე კლინიკაშია გადაყვანილი. მამა კი - დააპატიმრეს.

დღის ამბები