ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში, ორ მრავალბინიან სახლში მცხოვრებ 14 ოჯახს, პრემიერის გადაწყვეტილებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა. საქართველოს მთავრობამ განკარგულება უკვე გამოსცა.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები მოსახლეობას მხარის რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადასცეს.