23 აგვისტო 2026,   01:47
ვრცლად
საიამ პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სექტორზე საზედამხედველო ფუნქციების შესრულების შესახებ კვლევა წარადგინა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სექტორზე საზედამხედველო ფუნქციების შესრულების შესახებ კვლევა წარადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, კვლევის მიხედვით, რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რის გამოც ორგანიზაცია საკანონმდებლო ორგანოს წინადადებით მიმართავს.

"არ ხდება ხოლმე კრიტიკული კითხვების დასმა კონკრეტული თანამდებობის პირებთან მიმართებით, რომლებიც პარლამენტში ვალდებულნი არიან, რომ უპასუხონ დეპუტატების შეკითხვას და ა.შ. ჩვენ ამ მიგნებებთან დაკავშირებით შევიმუშავეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც წარვუდგენთ პარლამენტს დღეს და მოვუწოდებთ მათ, რომ გაატაროს ის  რეფორმა, რომელიც ამ პროცესს და მექანიზმებს უფრო მეტ მოქნილობას და დატვირთვას შესძენს," - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

დღის ამბები