თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსის, გიგა გიგაშვილისა და "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტის ვახტანგ ლონდარიძის პროცესი გაიმართა.
ადვოკატებმა შესავალი სიტყვები თქვეს. ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და სამსახურებრივ გულგრილობას ბრალდებულები უარყოფენ.
მათი ინტერესების დამცველები საქმეში მწირ მტკიცებულებებზე საუბრობენ. საპირისპიროს აცხადებს პროკურორი, რომელიც დაკავებულების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ ბრალდება ყალბი დოკუმენტების გამოყენების თაობაზე არის სუბიექტური.
პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ამოღებულია სატენდერო მასალები და პროექტის შესახებ ყველა დეტალი.
"გვაქვს მოწმეთა ჩვენებები , ჩავატარეთ უამრავი ექსპერტიზა. წარმოდგენილი გვაქვს სატენდერო მასალები, პროექტის დეტალები, შესაბამისად წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ადასტურებს ბრალეულობას,"- აცხადებს პროკურორი.