08 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, სხვადასხვა დანაყოფების მოულოდნელი შემოწმების ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა.

პირველ დღეებში სამხედროების ფიზიკური მომზადების დონეს შეისწავლიან, მოგვიანებით კი მათ საბრძოლო დავალებების შესრულება მოუწევთ.

განსაკუთრებული ყურადღება საჰაერო–სადესანტო ძალების შორ მანძილზე გადასხმის მომზადებას დაეთმობა.

წვრთნები 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ცენტრალური სამხედრო ოლქის პარალელურად, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, საომარ პირობებში, რამდენიმე უწყებისა და რეგიონის ადმინისტრაციის მუშაობასაც შეამოწმებენ.

დღის ამბები