პენიტენციურ დაწესებულებებში საბიბლიოთეკო მომსახურება უმჯობესდება. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები, თანამედროვე ბიბლიოთეკის სტანდარტებისა და მომსახურების მიმართულებით, მსჯავრდადებულებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
თანამშრომლობა, მსჯავრდადებულებისთვის ახალი ლიტერატურის მოძიებასა და მიწოდებასაც ითვალისწინებს. დოკუმენტს, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა და კომპანია “ბიბლუსის“ დირექტორმა მოაწერეს ხელი.