04 ოქტომბერი 2024,   21:30
ვრცლად
მგონი ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა - ირაკლი ღარიბაშვილი

რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი მანამდე, ელოდებოდნენ, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა, გახსოვთ კარგად. მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გაცემული გვქონდა უკვე თანხმობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება არის ყურადღების გადატანის მცდელობა.
 
"მე მგონი ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი. ეს არის ტექნიკური საკითხები, რომელსაც ადმინისტრაციები ერთმანეთთან წყვეტენ. ამის საჯაროდ გამოტანა, მე ვფიქრობ, არასერიოზულია, უადგილოა და საერთოდაც, მე ვფიქრობ, არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი მანამდე, ელოდებოდნენ, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა, გახსოვთ კარგად. მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გაცემული გვქონდა უკვე თანხმობა. ასე, რომ მე ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა. არაფერი არ ხდება საერთოდ, ჩვენ ვმუშაობთ და მთავარია ის ძირითადი საქმეები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები