23 აგვისტო 2026,   06:28
ვრცლად
თსუ-ში აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემები ერთობლივი სასწავლო გაცვლითი პროგრამების დანერგვა, აზერბაიჯანოლოგიის მიმართულების დაარსება, სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი საკითხები იყო.

ღონისძიების ფარგლებში, თსუ-ში ჰეიდარ ალიევის სახელობის აუდიტორია გაიხსნა, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ ლიტერატურითა და სასწავლო აპარატურით აღჭურვა.

დღის ამბები