პროექტი "ჩვენი ჯარი" საჯარო სკოლებში დასრულდა. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ოფიცრები და სერჟანტები მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 1 301 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
ჯარისკაცები მაღალი კლასების მოსწავლეებს ეტაპობრივად ხვდებოდნენ და ჯარისკაცის პროფესიას, ეროვნული გმირების ისტორიებს, თავდაცვის ძალებში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებს, აცნობდნენ.
პროექტი, საზოგადოების ინფორმირებისა და ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.