08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
მიგრანტების ნაკადი არ წყდება - ცოტა ხნის წინ ლიბიაში არალეგალების მორიგი ნავი დააკავეს

აფრიკის ჩრდილოეთ ქვეყნებიდან და ახლოაღმოსავლეთიდან ევროპაში გადასული მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა ამ დრომდე კვლავ უნგრეთში რჩება. მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ხელისუფლება ბანაკებიდან გამგზავრების მსურველ მიგრანტებს საკმარისი რაოდენობის ავტობუსებით ვერ ამარაგებს. დღეს კვლავ ხმაური იყო როჟკეს თავშესაფარში.

ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ უნგრეთში შესული მიგრანტები, რომლებსაც სურთ გერმანელი ხალხის მსგავსად იცხოვრონ, დევნილებად ვეღარ ჩაითვლებიან.

სწორედ უნგრეთიდან ჩადიან გერმანიაში მიგრანტთა უმრავლესობა. კანცლერი მერკელი პირობას დებს, რომ თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურა დაჩქარდება, თუმცა მიიჩნევს, რომ გერმანიას დიდი ცვლილებები ელის.

ევროკომისია წევრ ქვეყნებს 120 ათასი მიგრანტის გადანაწილებას სთავაზობს. ბრიტანეთი დამატებით 20 ათასს შეიფარებს. საფრანგეთი კი მზადაა 24 ათასი მიგრანტი მიიღოს.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, ეკა ბუცხრიკიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები