01 მაისი 2024,   04:17
ვრცლად
ხონის მუნიციპალიტეტში კარანტინი დღეიდან ამოქმედდება - მიზეზი ცოფის ვირუსია

ხონის მუნიციპალიტეტში კარანტინი დღეიდან ამოქმედდება - მიზეზი ცოფის ვირუსია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, უკვე დაწყებულია მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. ასევე, გატარდება ყველა საჭირო სხვა პროცედურაც.

ძაღლმა, რომელსაც ცოფი გუშინ საბოლოოდ დაუდასტურდა, გასულ კვირას სამი ბავშვი დაკბინა. ყველა მათგანს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთდა.

ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 15 ადამიანი, ვისაც ძაღლთან ჰქონდა შეხება. ყველა მათგანი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

დღის ამბები