28 ნოემბერი 2026,   13:47
ვრცლად
პესკოვი: სომხეთს გარკვეულ მომენტში ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს

სომხეთს გარკვეულ მომენტში ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, სწორედ ერევნის საგარეო ორიენტაციის საკითხი იქნება ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა.

პესკოვის შეფასებით, ეს ორი მიმართულება შეუთავსებელია და "ორ სკამზე ჯდომის" პოლიტიკა საბოლოო გადაწყვეტილებით უნდა შეიცვალოს.

დღის ამბები