15 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე იმსჯელებენ

საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგ, დღეს ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები ხვდებიან ერთმანეთს. მთავარი თემა უკრაინის სამხედრო დახმარებაა, საუბარი იქნება მორიგ 500 მილიონზე, რომელსაც ევროპის სამშვიდობო ფონდი გამოყოფს.

მინისტრები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ თუ როგორ უნდა მოხდეს მილიონი ამუნიციის უკრაინისთვის გადაცემა 12 თვეში. საუბარი იქნება მოიერიშე თვითმფრინავებზე, წვრთნების დაწყების პერსპექტივებზეც. შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანიც შეუერთდება.

"ევროპის სამშვიდობო ფონდის წყალობით, ჩვენ მოვახდინეთ უკრაინაში 10 მილიარდი ევროს სამხედრო მხარდაჭერის მობილიზება, რაც მოსალოდნელზე ბევრად მეტია. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ომზე მსჯელობას. თავდაცვის მინისტრთა საბჭოში გადავხედავთ საბრძოლო მასალის მიწოდებას. განხილვის დასაწყისში ყველა ერიდება ლეოპარდების, F 16-ის მიწოდებას, საბოლოოდ კი გადაწყვეტილება მიიღება სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ, რადგან ეს საჭიროა იმისათვის, რომ უკრაინამ გააგრძელოს თავდაცვა. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ F16-ის პილოტების მომზადება დაიწყო, პოლონეთში, და მას შეუერთდებიან სხვა ქვეყნებიც. რა თქმა უნდა ამას გარკვეული დრო დასჭირდება მაგრამ ვიმედოვნებთ რომ ეს მალე მოხდება", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის კაისა ოლონგრენის თქმით, ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ ვადებზე წვრთნების დასაწყებად, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გასულ პარასკევს ვაშინგტონმა მწვანე შუქი აანთო უკრაინელი მფრინავების მომზადებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს რომ ჩვენ შეგვიძლია სისრულეში მოვიყვანოთ გეგმები მოკავშირეებთან ერთად წვრთნების დასაწყებად. რა თქმა უნდა, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადავდგათ. შემდეგი ნაბიჯი უკვე თვითმფრინავების მოძიება იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ განხილვას ჩვენს მოკავშირეებთან და იმ ქვეყნებთან, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ ხელმისაწვდომი მოიერიშე თვითმფრინავები. მაგრამ ეს უკვე შემდგომი ფაზის ნაწილია. ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ ვადებზე წვრთნების დასაწყებად, ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა დანიასთან, ბელგიასთან, დიდ ბრიტანეთთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად. ჩვენ კოორდინირებულად ვმოქმედებთ და რადგან უკვე მწვანე შუქი გვაქვს ანთებული მოქმედებას დავაჩქარებთ", - განაცხადა კაისა ოლონგრენმა.

 

დღის ამბები