08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
მოლდოვას პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს - საპროტესტო აქციები კიშინიოვში გრძელდება

მოლდოვას პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ ნიკოლაე ტიმოფტის პრეს სამსახურის უფროსმა განაცხადა.

საპროტესტო აქციები მისი გადადგომის მოთხოვნით კიშინიოვში მეორე დღეა მიმდინარეობს, თუმცა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოთხოვნები უსაფუძვლოა და არც საზოგადოების და არც ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

ამის მიუხედავად, მოლდოვას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება ის მომიტინგეებთან მივიდეს.

საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით კიშინიოვში 6 სექტემბერს დაიწყო.

 

დღის ამბები