08 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე ერთმანეთს მიგრანტები და პოლიცია დაუპირისპირდა

სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე ერთმანეთს მიგრანტები და პოლიცია დაუპირისპირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 300-მდე მიგრანტმა ბანაკიდან ბუდაპეშტის მიმართულებით წასვლა სცადა.

საბოლოოდ ისინი სამართალდამცველების ბრძანებას დათანხმდნენ და ისევ ბანაკში დაბრუნდნენ.

საბერძნეთის სანაპიროებთან კი არალეგალი მიგრანტების ნავი გადაარჩინეს. ასობით ადამიანი სწორედ საბერძნეთის გავლით გუშინ მაკედონიის ტერიტორიაზე ბანაკში გადავიდა, სადაც მათ საკვები და ღამის გასათევი დაახვედრეს.

პარალელურად, მიგრანტების კვოტირების წინააღმდეგ გამოდის სლოვაკეთი და ჩეხეთი. მათი აზრი, არალეგალების მიღება ყველა ქვეყანამ საკუთარი ნებით უნდა გადაწყვიტოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები