23 აგვისტო 2026,   03:14
ვრცლად
სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ და ვაწამებთ - სტრასბურგის სასამართლომ თხოვნაზე უარი უთხრა- პრემიერი

დოჰაში, პანელურ დისკუსიაზე კითხვა დაისვა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც, პრემიერი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, კერძო კლინიკაშია მოთავსებული.

მისივე თქმით, ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, თუმცა სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე და ამას აკეთებს ევროპული სტანდარტით.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს არა ციხეში, არამედ კერძო კლინიკაში იხდის.

"არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული. მინდა ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე. უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის... ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში. კერძო კლინიკაშია უკვე ერთი წელია და ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ. მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო 2 წლის განმავლობაში და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგში ადამიანის უფლებების სასამართლოში წაიღეს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ამ ყველაფერს ევროპული სტანდარტებით ვაკეთებთ. საქართველოს მთავრობა იცავს ყველა მოქალაქის, ყველა პატიმრის უფლებებს," - განაცხადა პრემიერმა.

 

დღის ამბები