08 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
მოსკოვი სომხეთს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის კრედიტის სახით 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს

მოსკოვი სომხეთს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის კრედიტის სახით 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

ამის შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინმა სერჟ სარქისიანთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც კრემლში გაიმართა.

ლიდერებმა ურთიერთობების გაღრმავებაზე ილაპარაკეს, რაც ევრაზიულ ეკონომიური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში უნდა მოხდეს.

მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხეთმა შეღავათიანი 200 მილიონიანი კრედიტით არმიის მოდერნიზება უნდა მოახდინოს და რუსული იარაღი შეიძინოს.

დღის ამბები